LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაპიზონში ავარიის შედეგად 3 ქართველი დაშავდა

95

ავარიის შედეგად ტრაპიზონში საქართველოს 3 მოქალაქე დაშავდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დაშავებლების მდგომარეობა სტაბილურია, ერთ-ერთს კი შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსში საქართველოს 21 მოქალაქე იმყოფებოდა, ისინი სავარაუდოდ სეზონურ სამუშაოზე არიან თურქეთში. მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია ავარია, სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ტრაპიზონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები