LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსგენდერის ცემის ფაქტზე  ეჭვმიტანილი დაკავებულია

86

დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, შსს-ს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით , 2018 წლის 28 იანვარს, გამთენისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ტრანსგენდერი ქალი მირანდა ფაღავა აცხადებს, რომ მისთვის უცნობმა პირმა ვაკის პარკთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და რკინის დაფა რამდენჯერმე ჩაარტყა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები