ტრანსგენდერი ქალი ნატა აცხადებს, რომ გუშინ, 25 ნოემბერს, რამით თამარ მეფის ქუჩაზე, მას და მის მეგობარს, რომელიც ასევე ტრანგენდერია ორი პირი თავს დაესხა:
“ორივე ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოვიდა იყო ძალიან აგრესიული, ეძებდნენ ერთ-ერთ ტრანსგენდერ ქალს მოულოდნელად ერთ-ერთი თავს დამესხა. მელაპარაკებოდა და უცებ დამარტყა, ვერ დავინახე სახეში რა მომხვდა, ხელი სავარაუდოდ”.
მისივე თქმით, პოლიციის გამოძახება შეძლო, თუმცა სანამ პოლიცია მოვიდა თავდამსხმელი გაიქცა, უფრო ადრე წავიდა ის პირი, რომელიც თავდამსხმელს ახლდა:
“ეძებდა ერთ-ერთ ტრანგენდერს და მეუბნებოდა, რომ მას ხელს ვაფარებდი”.
ნატა საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს, მას სახის მიდამოებში მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, გამოძიება ცემის ფაქტზე დაიწყო, თუმცა თავდამსხმელი მოკვლით ემუქრებოდა.
წყარო “ნეტგაზეთი”