LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრანსგენდერ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

232
4403827916-17e09d72d1-o

ტრანსგენდერი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობისა და მისი დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თანასწორობის მოძრაობა ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, დახმარების თხოვნით მათ 12 აგვისტოს მიმართა. ქალი აცხადებდა, რომ უცნობ პიროვნებასთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.

,,აღნიშნულმა პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად, აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.“,- ნათქვამია თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 137-ე და 236-ე (ყაჩაღობა, გაუპატიურება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლების მიხედვით დაიწყო. ბრალდებულს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

საქმეზე დადგინდა დისკრიმინაციული მოტივი, რაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დამამძიმებელ გარემოებად ითვლება.