NBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვართან ასაშენებელი კედელი ბარაკ ობამას სახლის ირგვლივ არსებულ ღობეს შეადარა.
“პრეზიდენტმა ობამამ თავის მეუღლესთან ერთად ვაშინგტონში, საკუთარი სახლის გარშემო, სამი მეტრის სიმაღლის ღობე ააგო. მათ ვეთანხმები – ეს საჭიროა მათი უსაფრთხოებისთვის. აშშ-საც სჭირდება მსგავსი რამ, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბის,“ – დაწერა დონალდ ტრამპმა “ტვიტერში”.
დონალდ ტრამპი მექსიკასთან დამცავი კედლის დასაფინანსებლად $5 მილიარდს ითხოვს, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. ტრამპმა მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასა და არალეგალი მიგრანტების მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაზე განკარგულებებს ხელი 2017 წლის 25 იანვარს მოაწერა.
President and Mrs. Obama built/has a ten foot Wall around their D.C. mansion/compound. I agree, totally necessary for their safety and security. The U.S. needs the same thing, slightly larger version!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 30, 2018