დონალდ ტრამპმა ინგლისის დედოფალთან ერთად ოქროს ეტლით გასეირნება მოითხოვა. გამოცემა “The Times of London”-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი პირველი ვიზიტისთვის განსაკუთრებულად ემზადება. შეგახსენებთ, რომ ტრამპი ინგლისს ოქტომბრისთვის ეწვევა და ოფიციალური დეტალები ჯერჯერობით ბოლომდე დაზუსტებული არ არის. რაც შეეხება ოქროს ეტლით გასეირნებას, ეს არის დამკვიდრებული ტრადიცია, რომელზეც პრეზიდენტმა ობამამ უარი განაცხადა. თუმცა, რაც შეეხება რუსეთის, მექსიკისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, მდიდრული ტრანსპორტი მათ დიდი სიამოვნებით გამოსცადეს. რაც შეეხება ობამას, მან თავისი ვიზიტის დროს დაჯავშნილი ავტომობილის გამოყენება გადაწყვიტა, რაც ექსპერტთა აზრით, ბევრად უფრო გონიერი და უსაფრთხო გზა იყო.