დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩთან მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კავშირის საიდუმლო არხის დამყარების შესაძლებლობას განიხილავდა.
სკანდალურ ინფორმაციას ამერიკული და დასავლური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ჯარედ კუშნერი და სერგეი კისლიაკი საარჩევნო კამპანიის პერიოდშიც და მას შემდეგაც კონტაქტობდნენ.
როგორც Washington Post და New York Times წერს, კუშნერს, რუსეთის ობიექტების გამოყენება სურდა, რათა თავიდან აეცილებინა მოსკოვსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების ჩაშლა.
თავად კუშნერი, ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.
მედიაში წერენ, რომ შესაძლოა, მისი კომუნიკაცია ტრამპის გამარჯვებისთვის იყო და ამისთვის, რუსები გამოიყენეს. კუშნერი ჯერჯერობით, ბრალდებული არ არის, თუმცა პოლიცია თვლის რომ მას საჭირო ინფორმაციის გამო დაკითხავენ.
დონალდ ტრამპის სიძემ და მრჩეველმა რუსეთთან სამი სახის კომუნიკაცია დამალა, მათ შორის ორი სატელეფონო საუბარი, რომელიც 2016 წლის აპრილიდან ნოემბრამდე პერიოდში შედგა. მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის საიდუმლო კავშირის დამყარება კი კუშნერმა რუს დიპლომატს 2016 წლის დეკემბერში ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა.