Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ტრამპის მრჩეველთან დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის მრჩეველთან დავით ზალკალიანმა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

57

უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა იყო საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში ბოლტონმა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართა.

„გვქონდა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი საუბარი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე. ყველა იმ თემას შევეხეთ, რომელიც აქტუალურია. ვისაუბრეთ იმ გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე, რომლის გამკლავებაც საქართველოს უხდება. ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის აქტიური მხარდაჭერის გარეშე ამ გამოწვევებთან გამკლავება ძალიან გაგვიჭირდება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში შექმნილი მდგომარეობაა. ამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ძალიან მკაფიო და სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს. საკითხი მუდმივად დგას აშშ-ის პოლიტიკის დღის წესრიგში და არის მათი ორმხრივი დიალოგის საგანი რუსეთის ფედერაციასთან. ბუნებრივია, ვისაუბრეთ თუ როგორ შეიძლება ამ სიტუაციიდან გამოსვლა იმ სამშვიდობო ინიციატივებით, რომელიც საქართველოს გააჩნია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო აქტორების მეტი ჩართულობა,“- განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო საქართველო-აშშ-ის ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით სერიოზული საქმიანობა უკვე ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები