LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპის გამო აშშ მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მიიღებს

13

დონალდ ტრამპის პოლიტიკა ხელს შეუშლის აშშ-ს, მიიღოს მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება. ამის შესახებ New York Times-ს უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განუცხადა.

”საემიგრაციო პოლიტიკა შეფასების სისტემის ნაწილი იქნება და დარწმუნებული ვარ,რომ ეს ამერიკას მუნდიალის მასპინძლობის უფლების მიღებაში ხელს ნამდვილად არ შეუწყობს.
თუკი ფეხბურთელები ვერ შეძლებენ ტურნირზე გამგზავრებას ქვეყანაში მიღებული პოლიტიკური ან პოპულისტური გადაწყვეტილებების გამო, იმ ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატი ვერ ჩატარდება. იგივე ეხებათ ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს. მათ მსოფლიოს პირველობაზე გამგზავრება უნდა შეეძლოთ თავიანთი ეროვნების მიუხედავად. საუბარი მაქვს არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ნებისმიერი იმ ქვეყნის შესახებ, რომელსაც სურს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლოს”, – ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს გამოცემა.

”უეფას” პრეზიდენტმა აღიარა, რომ მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა და ევროკავშირიდან გასვლა ევროტურნირების ფინალების მასპინძლობის უფლების მიღებას დიდ ბრიტანეთსაც გაურთულებს.

”თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ფეხბურთელებს ექმნებათ პრობლემები ქვეყანაში თავისუფლად შესვლასა და გადაადგილებასთან დაკავშირებით, ჩვენ დავფიქრდებით ღირს თუ არა გაერთიანებულ სამეფოში ევროპული მატჩების გამართვა”, – აცხადებს ჩეფერინი.

აშშ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად იბრძვის. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია თანახმაა ტურნირს უმასპინძლოს როორც ერთპიროვნულად, ასევე მექსიკასა და კანადასთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები