აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ბიზნეს-იმპერიის მმართველები ინაუგურაციის შემდეგ საკუთარი შვილები იქნებიან, დონალდი და ერიკი, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„იმის მიუხედავად, რომ კანონი არ მავალდებულების ამის გაკეთებას, ვტოვებ ბიზნესს 20 იანვრამდე, რომ მთლიანად ვიყო ფოკუსირებული პრეზიდენტობის საქმიანობაზე,“ – დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.
აქვე მან აღნიშნა, რომ ბიზნესის მართვას შვილებს და მის მიერ დანიშნულ ტოპ-მენეჯერებს გადასცემს.
უახლოეს მომავალში არჩეული პრეზიდენტი პრესკონფერენციას გამართავს, სადაც დეტალურად ისაუბრებს ბიზნესისა და საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.