LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი ინტერნეტის გათიშვის ინიციატივით გამოდის

49

ლონდონის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი შეთავაზებით გამოდის. მისი თქმით,  ტერორიზმთან საბრძოლველად, საჭიროა, ინტერნეტი გაითიშოს. ამის შესახებ მან ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა.

„ტერორისტებთან მკაცრი მოქცევაა საჭირო. მათი ძირითადი ინსტრუმენტი ინტერნეტია, ჩვენ უნდა გავთიშოთ და უკეთესად გამოვიყენოთ ის“, – წერს ამერიკის ლიდერი.

ლონდონის მეტროში აფეთქების შედეგად, სადაც ვაგონში თვითნაკეთი ბომბი ამოქმედდა, ბოლო ინფორმაციით, 29 ადამიანი დაშავდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები