LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი Ford-ის, GM-ისა და Fiat Chrylser-ის ბოსებს შეხვდა

10

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Ford-ის, General Motors-ისა და Fiat Chrylser Automotive-ს კონცერნების ხელმძღვანელებს მარკ ფილდსს, მერი ბარსა და სერჯიო მარკიონეს შეხვდა. ამის შესახებ Automotive News წერს.

მათი შეხვედრის მთავარი თემა იმ ქმედებების განხილვა იყო, რაც ავტომწარმოებლებს საშუალებას მისცემს არ გადაიტანონ ქარხნები სხვა ქვეყნებში და ახალი ქარხნები აშშ-ს ტერიტორიაზე გახსნან. ტრამპი ამბობს, რომ მზად არის მაქსიმალურად გაუმარტივოს კომპანიებს ახალი მოდელების აწყობის დაწყების პროცედურა, ასევე პირობა მისცა, რომ კომპანიების მიერ ახალი ქარხნების აშენებისთვის მშენებლობის ნებართვების გაცემას დააჩქარებს.

პრესაში წერენ, რომ ტრამპი მხოლოდ ”დიდ დეტროიტულ სამეულს” შეხვდა, Toyota-ს, Honda-ს, Nissan-ისა და Hyundai-ს ტოპ მენეჯერები, რომლებსაც ქარხნები აშშ-სა და მექსიკაში აქვთ, მოლაპარაკებაზე მიწვევა არ მიუღიათ.

ამერიკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ იმ ავტომობილებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის მექსიკიდან შედიან, გადასახადებს გაზრდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები