LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში ტრანზიტულ გადაზიდვაზე ნებართვების გაცემა ორ დღეში დაიწყება

43

ტრაილერების მძღოლებისთვის თურქეთში ტრანზიტული გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა ორ დღეში დაიწყება, – ეს განცხადება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ბათუმში გააკეთა. მიხეილ ხმალაძე ტრაილერის მძღოლებს შეხვდა, რომლებიც დილიდან ნებართვების გაცემის მოთხოვნით ადლიის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

თავდაპირველად ჩამოვა 1500 ნებართვა, უახლოეს პერიოდში კიდევ 1500. მინდა დაგარწმუნოთ, რომ პრობლემა მოგვარებულია”, – მიმართა აქციის მონაწილეებს მიხეილ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, მძროლების განცხადებით, რომ ბოლო ორი თვეა თურქეთის მიმართულებით საერთაშირისო გადაზიდვებს ვერ ახორციელებენ. მათივე თქმით, თურქეთში გადასასვლელად სპეციალური დოკუმენტაცია სჭირდებათ, რომელსაც თურქული მხარე აღარ გასცემს.