LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ბიჭი, ბაჩო და მისი ძმა დემეტრე.. უთბილესი, უსაყვარლესი და მუდამ მომღიმარე მოსწავლეები“ – ხელვაჩაურში ავარიის დროს დაღუპულ არასრულწლოვნებს ემშვიდობებიან

646
380576690_707056294668773_2372150586142282328_n

29 ოქტომბერს, ხელვაჩაურში, მახოს ხიდთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არიან არასრულწლოვანი ძმები – ბაჩო და დემეტრე ბერიძეები.

ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა, რომლის აღსაზრდელებიც ბაჩო და დემეტრე იყვნენ:

„ბათუმის N20 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უთბილესი, უსაყვარლესი და მუდამ მომღიმარე მოსწავლეების, ძმების, ბაჩო და დემეტრე ბერიძეების ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, რომელთა ტკივილიც უსაზღვროა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოზარდების გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებს აბილიტაციის და განვითარების ცენტრიც:

„გლოვაა „აბილიტაციის და განვითარების ცენტრში“. ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ბიჭი, ბაჩო ბერიძე და მისი ძმა დემეტრე.

ჩვენი გუნდი უსამძიმრებს ბაჩოს ოჯახს და ყველა მათ მოკეთეს ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო. ხვალ, 30 ოქტომბერს, ცენტრი არ იფუნქციონირებს“, – წერია ინფორმაციაში.

 

გლოვაა “აბილიტაციის და განვითარების ცენტრში”.

ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ბიჭი, ბაჩო ბერიძე და მისი ძმა დემეტრე.

ჩვენი…

Posted by აბილიტაციის და განვითარების ცენტრი / Habilitation and Development Center on კვირა, 29 ოქტომბერი, 2023

 

ცნობისათვის, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა. მედიის ინფორმაციით, ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობს, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები