LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია თერჯოლაში: 3 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რის შედეგად მისი 6 წლის ძმა გარდაიცვალა

577
პოლიცია-ლენტა-police

თერჯოლაში, სოფელ კვახჭირში ტრაგედია მოხდა. მცირეწლოვანმა ძმამ, შემთხვევით ძმა მოკლა.

როგორც ცნობილია, სანადირო თოფიდან 3 წლის ბავშვს თამაშის დროს გაუვარდა და ტყვია მის 6 წლის ძმას მოხვდა.

ოჯახმა ბავშვი ქუთაისში გადმოიყვანა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მათ გზაში შეხვდა, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები