ტრაგედია მოხდა საჩხერეში. სავარაუდოდ, კისტის თოფიდან გასროლით 8 წლის ბავშვი დაიღუპა.
ჯერჯერობით უცნობია, ვის მიერ განხორციელდა გასროლა.
„ამბობდნენ, რომ ბავშვი დაეცა. გვამი რომ დავათვალიერე, ნასროლი გულის არეში ჰქონდა. შესაძლოა, კისტის ტყვია ყოფილიყო“,-ამბობს საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ექიმი “ტვ პირველთან“ საუბრისას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.