LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია ქობულეთში – ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

85
ავტოსაგზაო

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში ტრაგედიით დასრულდა. სოფელ გვარაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ორსული. არიან დაშავებულებიც. ყველა მათგანი ადგილობრივია.

ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, ადგილზე გარდაიცვალა, ვერ მოხერხდა ორსული ქალის გადარჩენაც.

საავადმყოფოში გადაყვანისთანავე ექიმებმა საკეისრო კვეთით სცადეს ნაყოფისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა უშედეგოდ.

ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები