LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია ხობში: გარდაცვლილია მამა-შვილი

184
1

სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ზედა ქვალონში სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, იმ დროს, როდესაც ერთსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა, სახლში 30 წლის შვილი და 70 წლის მამა იმყოფებოდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მამა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, შვილს კი, სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენის დროს ეძინა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მათ გამოსვლა ვეღარ მოასწრეს.

“ფორტუნა” დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები