სოფელ შუხუთში სამ საათიანი ორთაბრძოლა და ლელობურთის თამაში ქვემო შუხუთელების გამარჯვებით დასრულდა. მათ ბურთის წყლის არხზე გადატანა მოახერხეს. თამაშში მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები მონაწილეობდნენ. ასაკობრივი შეზღუდვა და წესები არ არსებობს, თამაშში რამდენიმე გოგოც ჩაერთო.
ტრადიციის თანახმად, გამარჯვებულებმა ფუთიანი ბურთი მიმდინარე წელს გარდაცვლილი ახალგაზრდა თანასოფლელის საფლავზე უნდა წაიღონ.
თამაშს წელსაც უამრავი მაყურებელი ადევნებდა თვალს. ლელოს მიმდინარეობის დროს ცენტრალური მაგისტრალის ერთკილომენტრიანი მონაკვეთი გადაკეტილი იყო, ტერიტორიაზე სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც იმყოფებოდა, რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
ლელობურთი ტრადიციულად აღდგომის დღესასწაულზე იმართება.