LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრადიციული იტალიური ყავა, დესერტი და კერძები – „ამბროზიანა“ იტალიაში გამოგზაურებთ

943

ტრადიციული იტალიური ყავა, დესერტი და კერძები -ოსტერია „ამბროზიანა“ იტალიაში გამოგზაურებთ.

იტალიური რესტორანი, რომელიც დიღომში, ლუბლიანას #17-ში მდებარეობს, მომხმარებელს მუდმივად განახლებულ მენიუსა და კერძებს სთავაზობს. აქ შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის, იტალიური დელიკატესებით დამზადებული პიცის, პასტასა და სხვა კერძების დაგემოვნება.

„ოსტერია „ამბროზიანა“-ს სახელწოდება მილანის წმინდა მფარველის, ამბროზის სახელს უკავშირდება. თბილისში ჩვენი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და მას შემდეგ მომხმარებელს ტრადიციულ იტალიურ კერძებს სთავაზობს: პიცა , პასტა, სალათები, ძეხვისა და ყველის დაფები. ასევე გვაქვს უგემრიელესი დესერტი და განსაკუთრებული არომატის მქონე საფირმო ყავა „ამბროზიანა“, – აცხადებენ რესტორნის მენეჯმენტში.

მათივე ცნობით, ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტებისგან „ამბროზიანა“ გამოირჩეულია იმით, რომ აქ ყველა კერძი მზადდება მხოლოდ იტალიური , უმაღლესი ხარისხის პროდუქტით, რომელიც იტალიიდან ჩამოაქვთ.

რესტორნის გარდა, „ამბროზიანა“დელიკატესების მაღაზიასაც მოიცავს. „გვაქვს ძალიან მყუდრო, ოჯახური გარემო, რომელიც გაგრძნობინებთ იტალიური სამზარეულოს განუმეორებელი გემოს უპირატესობას. ახლადდაჭრილი ლორისა და ყველის გასინჯვისას თქვენ იმოგზაურებთ ამ შესანიშნავი ქვეყნის რეგიონებში- სამხრეთ ტიროლის მთებიდან აღმოჩნდებით მზიანი კალაბრიის სანაპიროზე”, – განმარტავენ ოსტერია „ამბროზიანა“-ში.

ცნობისთვის, ოსტერია „ამბროზიანა“ მიტანის სერვისსაც ფლობს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი კერძი ბინაში დააგემოვნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები