LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრადიციული ძრავის მქონე ავტომობილებს კიდევ ერთი ქვეყანა აკრძალავს

48
nodiesel

სინგაპურის მთავრობა 2025 წლიდან დიზელზე მომუშავე ავტომობილებს აღარ დაარეგისტრირებს. კიდევ 5 წლის შემდეგ კი ყველა ახალი ავტომობილი ეკოლოგიურად სუფთა ძრავით იქნება დაკომპლექტებული, 2040 წლიდან შიდა წვის ძრავზე აკრძალვა მთელი ქვეყნის ავტოპარკზე გავრცელდება.

როგორც Bloomberg ირწმუნება, სინგაპური დიზელთან დაპირისპირებას 2030 წლიდან გეგმავდა, თუმცა ამ თარიღის 5 წლით გადმოწევა გადაწყვიტა. მიზეზი მავნე გამონაბოლქვის რაც შეიძლება სწრაფად შემცირებაა, რაც ელექტრომობილების დახმარებით უნდა მოხდეს.

ამჟამად ქვეყანაში დიზელზე მსუბუქი ავტომობილების 2,9% მუშაობს, ტაქსების შემთხვევაში მაჩვენებელი 41,5%–ია. გარდა ამისა „მძიმე“ საწვავს მოიხმარს სატვირთოებისა და ავტობუსების სრული უმრავლესობა.

2030 წლისთვის სინგაპური ელ–ქარების დასამუხტი სადგურების ქსელის განვითარებასაც გეგმავს და ეს ქსელი 60 ათასზე მეტ სადგურს გააერთიანებს. ქვეყნის ავტოპარკის ელექტრიფიკაციას ხელისუფლების მიერ შექმნილი სპეციალური საჯარო ორგანო უხელმძღვანელებს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, 2040 წლისთვის სინგაპური ეკოლოგიური მანქანებით იქნება სავსე. ამასთან ერთად განვითარდება მზის ელემენტების ქსელი, დაირგვება მილიონობით ხე, განვითარდება რკინიგზა და ველო–ინფრასტრუქტურა, ნარჩენების გადამუშავებასაც მეტი ყურადღება დაეთმობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები