LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრადიცია და თანამედროვეობა: ტოკიოს ოლიმპიადის თილისმები შეარჩიეს

202

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების თილისმები შეარჩიეს.

ანიმეს სტილის სუპერგმირები 2020 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების სიმბოლოები იქნებიან. ოლიმპიადის თილისმა ლურჯ-თეთრ ფერებშია გამოწყობილი, ხოლო პარალიმპიადის – თეთრ-ვარდისფერში.

ჯერჯერობით მათთვის სახელები არ შეურჩევიათ.

ორგანიზატორების თქმით, თილისმებში შერწყმულია ტრადიცია და თანამედროვეობა, რაც გახდა კიდეც მათი არჩევის მიზეზი.

2020 წელს იაპონია ოლიმპიადას მეოთხედ უმასპინძლებს. აქამდე ამომავალი მზის ქვეყანაში უკვე ჩატარდა ერთი ზაფხულის (ტოკიო-1964) და ორი ზამთრის (საპარო-1972; ნაგანო-1998) თამაშები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები