გადაცემას „ღვინო დუდუკი ქალები“ მომღერალი ჯაბა მესტვირიშვილი ესტუმრა, რომელმაც ბაქოს გასტროლზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემის ფარგლებში მისი ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.
ვიცი რომ ბაქოში დიდი გასტროლები გქონდა, სანამ ამ ყველაფერზე ვისაუბრებდეთ მანამდე მინდა გვესაუბრო პირველ ნაბიჯებზე
მოგეხსენებათ მე ვარ სოფელ ნორიოდან, იქ მყავდა პირველი პედაგოგი, ივერიის სოლისტი ამირან ბოჭორიშვილი, შემდეგ გადავედი ლახტში რობერტ ბარზიმაშვილთან, ასევე ჩავაბარე საესტრადო სასწავლებელში, სადაც შურკა ჯანელიძე მასწავლიდა და ბოლოს ვიყავი თეატრალურ უნივერსიტეტში ბატონ გივი წულუკიძესთან. 2000 წელს გავხდი სახელმწიფოს ფილარმონიის სოლისტი , 2001 წელს კი ესტრადის ლაურეატი.