LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენს მიერ შეწყალებულებმა 672 დანაშაული ჩაიდინეს – მდინარაძის მწვავე კრიტიკა პრეზიდენტს

68

მწვავე კრიტიკა პრეზიდენტს. საპარლამენტო ფრაქცია” ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გიორგი მარგველაშვილს  შეწყალებებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე სთხოვა პასუხი.

“თქვენს მიერ უკანასკნელ წლებში შეწყალებულია 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი, თქვენს მიერ შეწყალებულმა 575-მა მსჯავრდებულმა ხელმეორედ ჩაიდინა 672 დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე იყო, აქედან 40 ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევა“ – განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პრეზიდენტს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირეით გამოთქმული მოსაზრებები შეახსენა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ჭარბი საუბარი ზრდის ახალგაზრდების ინტერესს ნარკოტიკების მიმართ.

ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა.

„თქვენ ღიად გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. შეხვდით მხოლოდ ერთ მხარეს, კანონპროექტის ავტორებს და მათ მხარდამჭერებს ხოლო არ დაინტერესებულხართ მეორე მხარესთან შეხვედრით, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოადგენს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ნარკოპოლიტიკაზე ჭარბი საუბარი ზრდის ახალგაზრდების ინტერესს ნარკოტიკების მიმართ. ნარკოტიკების პოპულარიზაციას ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალებაც. მაგრამ თქვენ არასდროს გაგიკეთებიათ მოწოდება არცერთი სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორისთვის, არც მოქალაქეებისთვის და არც მედიისთვის,“ – აღნიშნა დეპუტატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები