პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას რომელმაც თქვა, რომ აშშ-სგან ფარცხალაძისა და მოსამართლეების სანქცირებაზე მტკიცებულებები არ მიუღიათ, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი ეხმაურება.
„თქვენ კარგად იცით, რატომ არ გავრცელდა მასზე [ოთარ ფარცხალაძეზე] მტკიცებულებები სანდო არხებს მიღმა. თქვენი „სტრატეგიული პარტნიორები“ ვაშინგტონში არ მოიწონებენ თქვენს მოსაზრებას, რომ ისინი ცრუობენ. მაგრამ იქნებ, არც გადარდებთ“, – დაწერა მან.