LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენი ლოცვითა და თანადგომით ღირსეულად განვაგრძობთ ამ გზას და განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობას და ურთიერთსიყვარულს“ – პრეზიდენტი პატრიარქს

119
Untitled design

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს ულოცავს.

„დღეგრძელობას და მხნეობას ვუსურვებ!“ – აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილე, პრემიერმა ილია მეორეს ოჯახთან ერთად პირადად მიულოცა

როგორც პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული, „პატრიარქის მზრუნველობა სწვდება ყველას, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად და შთააგონებს სიკეთისა და სამართლიანობის იდეალებს“.

„უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს. თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამწყსოს, სრულიად საქართველოს!

ეს წლები, რომლებიც თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარეთ, რთული იყო საქართველოსთვის და ასევე რთული იყო თქვენთვის, საქართველოს სულიერი მამისთვის.

თქვენი ლოცვა და თანადგომა აძლიერებდა და განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, გვანუგეშებდა ძნელბედობისას. დღესაც თქვენი მზრუნველობა სწვდება ყველას, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად და შთააგონებს სიკეთისა და სამართლიანობის, მშვიდობისა და პატივისცემის იდეალებს. ერის თქვენდამი სიყვარული, ერთგულება და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში.

სულ ახლახან, ჩვენმა სამშობლომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვესწრაფოდით. კვლავ თქვენი ლოცვითა და თანადგომით ღირსეულად განვაგრძობთ ამ გზას და განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს.

სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. დაე, თქვენი ლოცვით დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელს დედამიწაზე. მრავალი ბედნიერი ახალი წელი ეზეიმოს თქვენი ლოცვითა და მზრუნველობით გაძლიერებულ საქართველოს!“, – წერია პრეზიდენტის წერილში.

 

სულ ახლახან, ჩვენმა სამშობლომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში…

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ორშაბათი, 25 დეკემბერი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები