დღეს “მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში, კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.
ერთ-ერთი მიმართვის დროს თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს პარტიული კუთვნილება შეახსენა, სამადაშვილმა კი უპასუხა, რომ თავად ირაკლი ალასანიას პარტიის წევრი იყო.
წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არასდროს ყოფილა:
“დღეს სწორედ ფეიკის სამყაროში გვაცხოვრებენ, მუზეუმს ანგრევენო, ყვირიან ისინი, ვინც მუზეუმი რომ ინგრეოდა ხმას არ იღებდა; ყვირიან ისინი, რომ, თურმე, ვიღაცებს აწამებენო, ვინც მართლაც მწამებელი და გამაუპატიურებელი იყო, ასეთი სიტყვაც არსებობს ქართულში. ის ვინც აუპატიურებდა პატიმრებს არის გამაუპატიურებელი, ის ვინც კლავდა არის მკვლელი და აშ.
ერთ-ერთი ახლა გალიიდან გველაპარაკება, ეს სიძულვილის ენაა ალბათ, მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერავითარ პრობლემას, ქალბატონო სალომე…
ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცისმკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სამადაშვილმა კი თეა წულუკიანს მოუწოდა, რომ “საკუთარი შხამი, ბოღმა და ცხოვრებისადმი უკმაყოფილება სხვაგან გამოხატოს, პარლამენტში კი დეპუტატების კითხვებს გასცეს პასუხი”.
სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებენ? სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად საბრალდებო სკამზე