ჯიმი ფელონის შოუში ცნობილი ბოი ბენდი Backstreet Boys იყო მიწვეული. ბიჭებმა გაიხსენეს კარიერული საწყისები, თუ როგორ ურთიერთობდნენ ერთმანეთთან მომავალი ვარსკვლავები, ჯასტინ თიმბერლეიკი, ბრიტნი სპირსი, კრისტინა აგილერა და რაიან გოსლინგი. სწორედ ამ უკანასკნელმა, როგორც ჩანს 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოი ბენდის წევრები გაანაწყენა. მსახიობი ჯგუფის საქმიანობას თურმე საკმაოდ სკეპტიკურად აფასებდა და წარსულში უქთვამს კიდეც, რომ ისინი პოპულარულები ვერასდროს გახდებოდნენ.
თუმცა, როგორც ჩანს, ის ცდებოდა, ბიჭებმა თავიანთ ჟანრში საკუთარი, ეპოქალური მუსიკალური კონტენტი შემქნეს, ისევე როგორც რაიანმა, ის საკმაოდ წარმატებულ მსახიობად შედგა, რომელიც ოსკარის ჯილდოზეც კი იყო ნომინირებული.