LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ, ვინც ქალებს ნადავლად აღიქვამთ დაიმახსოვრეთ, დედათქვენებიც და თქვენი დებიც ზუსტად ისეთივე ქალები არიან.”

352
BeFunky-collage (1)

დღეს ქალთა დღეა. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სოციალურ ქსელში მილოცვებს აქვეყნებენ.

“სიყვარული ყველაზე კარგი წამალია” – კლინიკის დირექტორმა კარანტინში მყოფ ქალებს ყვავილები მიართვა
გიორგი კეკელიძე: “კაცებო, გილოცავთ 8 მარტს! გამოფხიზლების სურვილით!”
“იმ კაცებს, ვინც არ გვიპირებთ დახოცვას და იმ ქალებს, ვისაც გიყვართ სიცოცხლე…”- ნათია ფანჯიკიძის ემოციური მიმართვა
სარვამარტო სიურპრიზი – პატრულ-ინსპექტორებმა ქალბატონებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თაიგულები გადასცეს (ვიდეო)

საკმაოდ ემოციურ მიმართვას ავრცელებს ინტერნეტმომხმარებელი, გიორგი კვიციანი.

“ქალების პატივისცემას არ სჭირდება არც 8 და არც 3 მარტი. ღმერთმა იცის რამდენჯერ გავყოლილვარ უკან მეტროდან მარტო ამოსულ გოგოს და სახლამდე ისე გამიცილებია ვერც კი შეუმჩნევია, იმის გამო, რომ 2-3 მთვრალს თუ უბრალოდ გაუზრდელ ნაბიჭვარს აკიდება უცდიათ. არც ახლა შეცვლილა რამე.

ამის გამო ზედმეტი კილომეტრის გავლა და სახლში ნახევარი საათით გვიან მისვლა
ყოველთვის იყო და იქნება ჩემი პირადი ვალდებულება.

ჩვენ სხვანაირად გავიზარდეთ, ჩვენ ვფიქრობთ კაცები იმისთვის დავიბადეთ, რომ ქალები დავიცვათ ყველა იმ საფრთხისგან რაც ამ ბრჭყვიალა ჯუნგლებში ხდება.

და თქვენ, ვინც ქალებს ნადავლათ აღიქვამთ და ერთი სული გაქვთ როდის გაძიძგნით
დაიმახსოვრეთ, რომ დედათქვენებიც და თქვენი დებიც ზუსტად ისეთივე ქალები არიან.”
8 მარტს გილოცავთ ქალებო”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები