დედაქალაქის მერი კახა კალაძე მე-12 კლასელებს ბოლო ზარს ულოცავს.
„დღეს განსაკუთრებული დღეა – მეთორმეტე კლასელებმა სკოლა დაასრულეს და ბოლო ზარი დაირეკა.
დღეიდან მათ ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი იწყება. წინ პროფესიული თუ ეროვნული გამოცდები, სტუდენტობა და ახალი გამოწვევებია.
გილოცავთ!
გისურვებთ წარმატებას, წინსვლას და ნათელ მომავალს!
თქვენ დიდი ძალა ხართ, ჩვენი ქვეყნის იმედი. თქვენი იარაღი განათლებაა და მჯერა, ამ ცოდნის გამოყენებით შეძლებთ საქართველოს წინსვლას და განვითარებას. ჩვენ კი ვალდებულები ვართ, ამისთვის ყველა წინაპირობა შევქმნათ“. – წერს სოციალურ ქსელში კახა კალაძე.
როგორ ჩატარდება წელს ბოლო ზარი – განათლების სამინისტროს რეკომენდაციები