LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ქართულ ჯარს ისეთი მონდომებით ანგრევთ, „ნაცებიდან“ შემოგზავნილი ხომ არ ხართ? – ხვიჩია თავდაცვის მინისტრის მოადგილეს

152
ხვიჩია და გიორგაძე

„თქვენ ქართულ ჯარს ისეთი მონდომებით ანგრევთ, შემოგზავნილი ხომ არ ხართ „ნაცებიდან“? – „ნაცების“ შეკვეთით შიგნიდან ხომ არ ანგრევთ „ქართულ ოცნებას“?!“ – ამ კითხვით პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს მიმართა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ, ხვიჩიამ ასევე თქვა, რომ ის გიორგაძის CV-ს გაეცნო და აღმოაჩინა, რომ 2012 წელს ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი იყო.

გრიგოლ გიორგაძე: „გვაქვს საერთო საზრუნავი, გავაძლიეროთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რაც ნიშნავს, რომ მეტი ახალგაზრდა იყოს გაწვრთნილი და გადამზადებული“

„როგორც აქამდე იყო, თუ ადამიანი რწმენის ან სინდისის გამო იარაღის აღებაზე უარს ამბობდა, მას შეუძლია ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიაროს“. – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„თქვენ 2018 წელს სასამართლოში იმ საქმეზე დაგკითხეს, როცა „ნაცებმა“ ნატო ჩხეიძეს და მის ოჯახს „იბერია“ წაართვეს. თქვენ, როგორც „იმედის“ იურისტმა, 2012 წლის თებერვალში „იმედს“ გადაუფორმეთ კომპანია, რომელიც სხვას ეკუთვნოდა.

თქვენ სასამართლოზე ამბობდით, რომ ამის შესახებ არ იცოდით და მჯერა, რომ ამის შესახებ მართლა არ იცოდით, მაგრამ მაინტერესებს, რატომ დაიწყეთ „იმედში“ იურიდიული სამსახურის უფროსად მუშაობა? – რატომ შეძვერით გიორგი არველაძესთან?“. – მიმართა ხვიჩიამ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს.

„თავს სამარცხვინოდ იხდით, დაგცინიან და იტანთ – „ბიბლიურ თავისუფლებას“ ვერ გააუქმებთ იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ მართლები, არასწორ მხარეს ხართ და ღმერთი თქვენკენ არ არის“ – ხვიჩია „ოცნების“ დეპუტატებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები