ბრიტანეთის საუკეთესო უკანალის მქონე ქალი სრულად გაიხდის, თუ ჩელსი პრემიერლიგას მოიგებს
ლონდონის „ჩელსის“ ფანი ჯესიკა ლოპესი პირობას დებს, რომ თუ ფრენკ ლემპარდის გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდება, ბოლომდე გაშიშვლდება.
ცოტა ხნის წინ ჯესიკა დიდ ბრიტანეთს წარმოადგენდა კონკურსზე „მის ბუმ ბუმ 2019“ და მესამე ადგილიც დაიკავა. გამოდის, რომ ლოპესის ძვირფასი ადგილი საუკეთესოდ უნდა მივიჩნიოთ მთელ ბრიტანეთში.
„ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა მაქვს, ვუყურებ „ჩელსის“ თამაშებს. ყველაფერზე მზად ვარ „ჩელსის“ გამო. თუ ისინი ჩემპიონები გახდებიან, სრულიად გავიხდი“, – წერს Daily Star ჯესიკას სიტყვებს.
ლოპესი წარმოშობით ბრაზილიელია (აი რატომ აქვს კარგი უკანალი), ბოლო 6 წელია ბრიტანეთში ცხოვრობს.
ჯესიკას საყვარელი ფეხბურთელი კი ტეემუ პუკი გახლავთ „ნორვიჩიდან“. გოგონას სურს, რომ ის „ჩელსიში“ გადავიდეს.
8 ტურის შემდეგ „ჩელსი“ ლიდერ „ლივერპულს“ 10 ქულით ჩამორჩება.