LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ“ – კობახიძის მიმართვა ჩუგოშვილს, რომელმაც  სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა

200
Untitled design (8)

„პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა.

ამის შესახებ, ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა და სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა.

„ეს პრეზიდენტმა გუტიერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს,“ – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილის განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, რომელმაც მის ნათქვამს არასერიოზული უწოდა.

„სალომე ზურაბიშვილი ამას გიგზავნით, მაგრამ თქვენ ხომ უნდა იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი აქ არ თქვათ?

ჩვენ სამართლებრივ საკითხებზე ვსაუბრობთ და აქ მიდის დემაგოგია, მართლა არასერიოზულია ეს ყველაფერი,“ –  მიმართა კობახიძემ ჩუგოშვილს.

„არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი“ – სიტყვიერი დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის

„თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს, მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი,  კონსტიტუციის თანაინიციატორი და მხარდამჭერი“ – თამარ ჩუგოშვილი