LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ კარგად გესმით ჩვენი, რუსული აგრესია გამოცდილი გაქვთ, 30 წლის წინ” – ბათუმში უკრაინის მოქალაქეებმა აქცია გამართეს

87
უკრაინელები

ბათუმში უკრაინის მოქალაქეებმა აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წლის თარიღთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია გამართეს.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ის რაც საქართველოში მოხდა, იმავეს რუსეთი უკრაინაში ახორციელებს.

“საერთაშორისო აქციას ვუერთდებით, რათა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს, ჩვენი ტყვეების გათავისუფლება მოხდეს. წითელი ჯვარი ჩაერთოს და გათავისუფლდეს ტყვეები. რა სიტუაციაში არიან ისინი, ჩვენთვის უცნობია.

თქვენ კარგად გესმით ჩვენი, რუსული აგრესია გამოცდილი გაქვთ, 30 წლის წინ”, – განაცხადეს შეკრებილებმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები