LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ირაკლი ბერაიას ფრაზა სხვანაირად გაიგეთ და ის მნიშვნელობა მიანიჭეთ, რომელიც არ აქვს.. სინამდვილეში, სადაც ბერაია წავიდა ყველგან ამ ქალბატონი დეპუტატის ნალაპარაკევი დახვდა“ – ირაკლი კობახიძე

222
კობახა მზა

„თქვენ, მგონი, რაღაც სხვანაირად გაიგეთ!  თქვენ ირაკლი ბერაიას კონკრეტულ ფრაზას ის მნიშვნელობა მიანიჭეთ, რაც მას არა აქვს: სინამდვილეში საუბარი იყო იმაზე, რომ სადაც ირაკლი ბერაია წავიდა, ყველგან ამ ადამიანის [თეონა აქუბარდიას] ნალაპარაკები დახვდა,“ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის შეურაცხმყოფელ გამონათქვამზე დასმულ კითხვას, რომელიც მან ოპოზიციონერი კოლეგის თეონა აქუბარდიას მიმართ გააკეთა.

„თქვენ ეს ფრაზა სხვანაირად გაიგეთ! არ ვიცი, ასე რატომ გაიგეთ?! სინამდვილეში, სადაც ირაკლი ბერაია წავიდა, ამ ქალბატონი დეპუტატის ანტისახელმწიფოებრივი ნალაპარაკები დახვდა.

ჩვენ გვაქვს სტანდარტი – ირაკლი ბერაიას ვესაუბრეთ, ჩვენი რჩევაც იყო, რომ მას კონკრეტული განცხადება გაეკეთებინა და სინანული გამოეხატა, რაც მან თავიდან ბოლომდე გაითვალისწინა.

როცა ადამიანს ღირსება აქვს, სინანულის გამოხატვა არ უჭირს.

შეგახსენებთ, რომ თვითონ თეონა აქუბარდია ერთი კვირის წინ გამოვიდა და კაც დეპუტატებზე თქვა:  პატარა კაცებზე მეტი ხართო.. სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა და ბოდიში?

კობახიძე: „თქვენ გახსოვთ თეონა აქუბარდიასგან ბოდიში რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი, ზრდილობა, ეთიკა“

თეონა აქუბარდია: „იმას, რაც „ოცნების“ კაცუნამ, ირაკლი ბერაიამ ჩემ წინააღმდეგ იკადრა, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია“

ირაკლი ბერაიას აქვს ღირსება, რომ იქ, სადაც ბოდიშია მოსახდელი, მოიხადოს. თეონა აქუბარდიას ეს ღირსება არა აქვს.. ნული ღირსება აქვს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მინდა ბოდიში მოვიხადო“ – ირაკლი ბერაია თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიშს იხდის

ელისაშვილი ბერაიას: „კაცი არ ხარ? ეს სიტყვები პირიდან როგორ ამოგივიდა.. ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები, ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო“

თეონა აქუბარდია: „თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები