LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ეს მახინჯი და უმსგავსო სანახაობა არ დაგიმსახურებიათ“ – მარკ რუფალო რუსეთ-უკრაინის ომზე

1163
page

უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში მსოფლიო ვარსკვლავები რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ. შონ პენი, ხავიერ ბარედემი, ტინა კუნაკი, the weeknd, შერი, ლოიკ გომესი, ვიტორია ჩერეტი, პირს მორგანი, ანჯელინა ჯოლი, ეს ვარსკვლავთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ძალადობას გმობენ. მათ რიცხვს 54 წლის ამერიკელი მსახიობი, მარკ რუფალოც უერთდება.

61 წლის შონ პენი ფრონტის ხაზთან უკრაინელ მებრძოლებს გადამღებ ჯგუფთან ერთად შეუერთდა

„ვუგზავნი სიყვარულსა და კეთილ სურვილებს ყველა უდანაშაულო უკრაინელს, რუსსა და ევროპელს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ვინც ამ უთანასწორო ძალადობისა და დესტრუქციის ტრაგიკულ მოვლენებში გაეხვია. თქვენ ეს მახინჯი და უმსგავსო სანახაობა არ დაგიმსახურებიათ“,-წერს ფეისბუკზე რუფალო

ფოტო: ტინა კუნაკი, The Weeknd, შერი, ხავიერ ბარდემი, შონ პენი და სხვები…ვარსკვლავები უკრაინის მხარდასაჭერად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები