ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნიკოს მკვლელობა იყო პირველი მცდელობა ახალგაზრდობის დაშინებისა, ქვეყნიდან გახიზვნისა“.
მისივე განცხადებით, „ახლა მთელი ქვეყნის ახალგაზრდების მომავალს დაუწყეს ბრძოლა“. სწორედ ამიტომ, იზა ომაძე მმართველი გუნდის მიერ ხელმეორედ დაინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგია.
„როგორი საშინელი დღე იყო, არც კი ვიცოდი თუ გადავრჩებოდი, შვილის მკვლელებისთვის უნდა მეყურებინა…
მეგობრებო მე ორი წლის წინ, ღიად და საჯაროდ ვამბობდი იმ საშიშროებებზე რაც თქვენს შვილებსაც შეიძლება დამუქრებოდა!!!
დღესაც ვიმეორებ ჩემი ნიკოს მკვლელობა იყო პირველი მცდელობა ახალგაზრდობის დაშინებისა, ქვეყნიდან გახიზვნისა!
ისტორიულად ვიცით ვინ ებრძოდა მთელი საუკუნეების მანძილზე, ჩვენში ნიჭიერებას, წარმატებას!
ახლა უკვე მთელი ქვეყნის ახალგაზრდების მომავალს დაუწყეს ბრძოლა!
დიახ არა რუსულ კანონს! რომ არა თავისუფალი მედია, ვერც კი შევძლებდი თქვენამდე ხმის მოწვდენას!
ხელისუფლებამ დღემდე არ გამოიძია და დღემდე მფარველობს მკვლელებს!
დღეს უკვე ღიად შემიძლია ვთქვა რომ სწორედ ამ ხელისუფლების ინტერესი ყოფილა ჩემი შვილის დახვრეტა!
თქვენ არ იცით როგორი ტკივილია (დახვრეტილი შვილის მშობლობა) ამიტომ დროულად გამოვფხიზლდეთ ხალხო იქ სადაც ჩვენი შვილების მომავალს საფრთხე ემუქრება!!!
P.S. რაც შეეხება ბოტებს მეც შემომესივნენ, თუმცა როდესაც ნიკო სოციალურ ქსელს ქმნიდა მათი ამოცნობის მექანიზმიც აგვიხსნა!
დანარჩენზე წალენჯიხაში დიდი სტუმრობის დროს მოვყვები!
(გამოდი გიცანის ამბავია)
ტყემლის ვარგისიანობაზეც იქ ვიტყვი!
#არარუსულკანონს!
გთხოვთ ორი წლის წინანდელი სტატიაც ბოლომდე წაიკითხოთ“, – წერს იზა ომაძე.