LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ არ გაქვთ უფლება, მოკლათ ადამიანები, ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია – ელენე ხოშტარიას დედის მიმართვა

159
Untitled design - 2021-11-19T124909.569

“დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე  საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ დროული რეაგირება მოახდინონ.

„ძალიან ვიკავებ თავს. ვიკავებ თავს უხეში, მძიმე გამონათქვამებისგან, რადგან კიდევ მგონია, რომ თქვენ, ვგულისხმობ ხელისუფლებას, კიდევ შეგრჩათ ჭკუის, ტვინის – სინდისზე ვეღარ ვიტყვი – ნასახი. თქვენ არ გაქვთ უფლება საქართველოს ისტორია ჩაყაროთ წყალში. თქვენ არ გაქვთ უფლება მოკლათ ადამიანები.

მიხეილ სააკაშვილი უკვე გადადებულია, ეს ყველამ ვიცით. ჩემი შვილი, რომელიც ყველამ ვიცით, რომ არის სალი კლდე, თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. მან უარი თქვა მედიკამენტებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია არის თქვენი მსხვერპლი.

მივმართავ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, ყველა საელჩოს, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები. დღეს ჩემი შვილის, ელენე ხოშტარიას სიცოცხლე საფრთხეშია. ოთხი შვილის დედის, რომელიც თავს წირავს საქართველოს გულისთვის, საქართველოს მოქალაქეების გულისთვის.

თუ ამას არ გააკეთებთ, აიღეთ მაუზერი, დაგვაყენეთ კედელთან და დაგვხვრიტეთ, როგორც 1937 წელს. მე მაქვს, კიდევ არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთი პატარა ნაპერწკლით მჯერა, რომ მოხვალთ გონს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი. თქვენ არ გაქვთ უფლება მოაწყოთ 37 წელი, 21-ე საუკუნეში. მე კიდევ ყველაფერი არ ვთქვი, თავს ვიკავებ-მეთქი”, – წერს ირინა გუნცაძე.

ელენე ხოშტარიამ გადასხმისა და მედიკამენტების მიღება შეწყვიტა