მას შემდეგ, რაც უმრავლესობის დეპუტატმა დიანა ტრაპაიძის შეკითხვებს დღეს პირდაპირ ეთერში თავი აარიდა და ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის კრიტიკა დაიწყო, საღამოს, ყველა ელოდებოდა, თამარ ჩიხლაძის პასუხს.
„ღამის ამბებში“ თამარ ჩიხლაძე ამ ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.
„თქვენ ალბათ ელოდებით რომ ვუპასუხებ ანრი ოხანაშვილს მაგრამ ეს არის განმარტება პირველ რიგში აუდიტორიისთვის ვინც ყოველ საღამოს ღამის ამბებს ელოდება. არცერთ ჟურნალისტურ სახელმძღვანელოში არ ამომიკითხავს, რომ ხელისუფლებას უნდა მოსწონდეს კრიტიკული მედია, პარლამენტარ ანრი ოხანაშვილს აქვს უფლება ფიქრობდეს იმას, რასაც ფიქრობს, რადგან მთელი გულწრფელობით ვიზიარებ, რომ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მათ შორის, ისეთი სიტყვისა და აზრისა, რაც დღეს მოვისმინე ტვ პირველის ეთერში. მე პატივს ვცემ ადამიანის უფლებებს, განურჩევლად და მაქვს ერთადერთი პრეტენზია, რომ ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმპციას, ასევე განურჩევლად. ასევე ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას, აქაც შერჩევითობის გარეშე“, – განაცხადა ჟურნალისტმა.
"მორალი და ზნეობა თუ არ გააჩნია, სადაც არ უნდა უჩივლო, ნათქვამს ვერ მიხვდება" - ოხანაშვილი "ტვ პირველის" ჟურნალისტზე (ვიდეო)
"თამარ ჩიხლაძეს მორალური უფლება არ აქვს, მე სადმე მიმიწვიოს" - ანრი ოხანაშვილი.
ჩიხლაძის თქმით, ვახტანგ რობაქიძის მიწვევასთან დაკავშირებით გადაცემის დაწყებამდე ამის შესახებ აცნობეს ოხანაშვილს და განუმარტეს, რომ აპირებდნენ რობაქიძის მიწვევას. გარდა რობაქიძისა, ჩიხლაძის თქმით, სურდათ ოხანაშვილის, ან უმრავლესობის სხვა წარმომადგენლის მიწვევაც, თუმცა მათ წამოაყენეს პირობა, რომ რობაქიძე ეთერში არ ყოფილიყო, ასეთი დათქმები კი, ჩიხლაძის თქმით მიუღებელია.
ჩიხლაძე ამბობს, რომ ოხანაშვილის განცხადებას განიხილავს არა როგორც პირად არამედ მთლიანად არხის მიმართ თავდასხმად.
შეგახსენებთ, რომ დღეს დიანა ტრაპაიძესთან სტუმრობისას, ანრი ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს უზნეო უწოდა.