LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-ს და Volkswagen-ს ყველაზე მეტი ვალი აქვთ

47
toyota

Toyota იმ კომპანიების სათავეში მოექცა, რომლებსაც 2021 და 2022 წლებში ყველაზე დიდი ვალი დაუგროვდათ. Toyota-მ კრედიტორებს 186 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. რეიტინგის მეორე ადგილს Volkswagen იკავებს და იაპონურ ავტოგიგანტს დიდად არც ის ჩამორჩება – 185 მილიარდი დოლარი აქვს დასაბრუნებელი.

Toyota და Volkswagen სიაში მოხვედრილი ერთადერთი კონცერნები ნამდვილად არ არიან. ყველაზე მეტი ვალის მქონეთა მე-6 ადგილს Mercedes- Benz Group იკავებს და ამ უკანასკნელს 2021-2022 წლებში 109 მილიარდი დოლარი დაუგროვდა დასაბრუნებელი.

ამასთან, საინტერესოა რომ წლის დასაწყისში Toyota ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ბრენდების სათავეში მოექცა. იაპონური კომპანიის ღირებულება 64,3 მილიარდ დოლარად შეფასდა. ანალიტიკოსთა გამოთვლით, კომპანიის ფასი სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი ვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები