LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota RAV4-ის Lamborghini Urus–ად ქცევა სცადეს და არც თუ ისე კარგად გამოუვიდათ

155
rav4lamgrn

იაპონურმა ატელიე Albermo–მ გადაწყვიტა, რომ Toyota RAV4 ისე გადაეკეთებინა, რომ Lamborghini Urus–ის ასლს დამსგავსებოდა. ტუნინგ–სამუშაოების ღირებულება 5 ათასი დოლარია და ატელიემ შეკვეთების მიღებაც დაიწყო.

RAV4–ისა და „ურუსის“ უჩვეულო ჰიბრიდს ALbermo XR51 უწოდეს. მთავარი დეტალი, რომელმაც მასობრივი კროსოვერი იტალიურ ლუქს სუპერქარს უნდა დაამსგავსოს არის წინა ბამპერი. ატელიეში ძალიან მოინდომეს და „ტოიოტას“ უკანა მხარეც მთლიანად შეცვალეს, თუმცა იაპონური კროსოვერისგან სრულყოფილი კლონი ვერ შეიქმნა და მასში RAV4-ის ამოცნობა რთული სულაც არ არის.

შეგახსენებთ, რომ Toyota RAV4  – 2,0 ლიტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და  149 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. Lamborghini URus კი 4,0 ლიტრის „ბიტურბორვიანითაა“ დაკოპლექტებული. ამ უკანასკნელს 650 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები