Toyota აღიარებს: ელექტროქარები იმაზე ცუდად იყიდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. იაპონურმა ავტომწარმოებელმა ამ წლის ფინანსურ გეგმებს გადახედა. თავიდან Toyota ამბობდა, რომ 202 000 „სუფთა“ ელექტროქარს, 137 000 ჰიბრიდს და 8 000 წყალბადის ავტომობილს გაყიდდა, თუმცა ახლა პროგნოზები შეიცვალა. რეალობაში „მწვანე“ მანქანებზე მოთხოვნა ბევრად დაბალი აღმოჩნდა.
კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით, ყველაფერი ჩინეთის „ფასების ომის“ დამსახურებაა. მათ მოუწიათ გაყიდვების გეგმები დაეკორექტირებინათ, რათა წაგებაზე არ ემუშავათ. ახალი პროგნოზის მიხედვით წელს აპირებენ რომ 123 000 სუფთა ელექტრომობილი (-39%), 141 000 ჰიბრიდი (+2,9%) და 5 000 „წყალბადის“ მოდელი (-37,5%) გაყიდონ.
იაპონურმა კონცერნმა მთელი ფოკუსი ჰიბრიდებზე გადაიტანა, რათა ჩინურ ბრენდებსა და Tesla-ს არ გაუწიოს კონკურენცია.