Toyota Motors-მა ივლისის საწარმოო გეგმა დააკორექტირა. თვის ბოლოსკენ ცვლილებების შეტანის მიზეზი კორონავირუსის მორიგი აფეთქება და ძლიერი ნალექი გახდა. ამ ორი მიზეზის გამო მწარმოებელმა საჭირო დეტალების დროული ტრანსპორტირება ვერ შეძლო და დაახლოებით 4 ათასი მანქანის გამოშვებას ვერ მოასწრებს.
Toyota-მ გააჩერა ქარხანა, საიდანაც Corolla, Corolla Touring და Corolla Cross გამოდიოდა. ასეთი გადაწყვეტილება ბრენდმა მას შემდეგ მიიღო, რაც Covid-19 ერთდროულად 8 თანამშრომელს დაუდასტურდა.
გარდა ამისა, კორონავირუსთან ერთად სიტუაცია გაართულა ძლიერმა წვიმამაც, რის გამოც კიდევ რამდენიმე ქარხნის გაჩერება გახდა საჭირო.