კომპანიამ Toyota ხის ავტომობილის კონცეპტუალური მოდელი წარადგინა, რომლის დასამზადებლადაც გამოყენებული იქნა რამდენიმე სხვადასხვა ჯიშის ხე. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, შესაბამისი მოვლის პირობებში ავტომობილმა შეიძლება ათწლეულების განმავლობაშიც კი გაძლოს.
Setsuna – ასე ეწოდება ხის ავტომობილის, რაც იაპონურ ენაზე ”მომენტს” ნიშნავს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ მოდელის შექმნა, ავტომობილისა და მისი მფლობელის კიდევ უფრო დაახლოების იდეას ემსახურება.
Toyota Setsuna-ს გაბარიტული მონაცემები ასეთია: 3,030 x 1,480 x 980მმ. ავტომობილი გათვლილია ორ ადამიანზე. ამ ეტაპზე ტექნიკური მონაცემებიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ ხის ავტომობილის კაპოტქვეშ ელექტროძრავი მოთავსდება. მისი პირველი პრეზენტაცია მილანის მოდის კვირეულზე, აპრილში იგეგმება…