LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ Camry-ის დგუშები აურია და ეს ხუმრობა არ არის

87

იაპონურმა ბრენდმა Toyota-მ აშშ-ში მორიგი გაწვევის კამპანია წამოიწყო. ამჯერად 1 730 საშუალო ზომის სედან Camry-ის დაიბრუნებს. კომპანიის ოფიციალური მიზეზი ძალიან უცნაურია – ძრავებში დგუშები არასწორად დააყენეს.

გაწვევა 2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის იანვრის შუა პერიოდამდე გამოშვებულ ავტომობილებს ეხება, რომლებიც 2,5 ლიტრის მოცულობის ძრავებით არიან აღჭურვილნი. Carscoops-ის ინფორმაციით, ამ ძრავებზე არასწორი სპეციფიკაციის დგუშებია დაყენებული – უფრო დიდი დიამეტრის.

აღნიშნული პრობლემა ძრავის უხეშად მუშაობას, მომატებულ ცვეთას, ხმაურსა და გამონაბოლქვის მილიდან კვამლის გაძლიერებას იწვევს. ასევე, შესაძლებელია დეფექტურ ავტომობილებში სიმძლავრისა და დინამიკის პრობლემა წარმოიქმნას. ფატალური შეცდომა, რომელიც კონვეირზე დაუშვეს, ძრავის არასტაბილურ მუშაობას, ან ძრავის ნაადრევად მწყობრიდან გამოსვლას გამოიწვევს.

Camry-ისთვის 2018 წელს ეს უკვე მეორე გაწვევაა. თებერვალში Toyota-მ თითქმის 12 000 ეგზემპლარი გაიწვია, რისი მიზეზიც შესაძლო საწვავის „გაპარვა“ გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები