LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota და Lexus-ი ხანძრის საშიშროების გამო 576 ათას მანქანას უკან გამოიწვევენ

117
toyota

Toyota და Lexus-ი ხანძრის საშიშროების გამო 576 ათას მანქანას უკან გამოიწვევენ. ჩინეთის რეგულატორმა გამოაქვეყნა იმ ავტომობილების სია, რომელსაც ეს ორი ბრენდი უფასოდ შეაკეთებს. რისკ ჯგუფში არიან – 2019-2023 წლის Corolla (350 ათასი ერთეული), 2018-2022 წლების Highlander (157,4 ათასი ერთეული) და 2018-2022 წლებში გამოშვებული Lexus RX (68,4 ათასი ერთეული). ყველა აღნიშნული მოდელი იაპონიაშია აწყობილი და პრობლემა საწვავის ავზს შეეხება.

დეფექტის გამო შესაძლოა საწვავის გაჟონვა მოხდეს და გარდა იმისა რომ აალების საფრთხე წარმოიქმნება, საწვავის გარემოში მოხვედრა მავნე დაბინძურებაა.

ბუნებრივია, ავზის შეცვლა ყველა გაყიდულ ავტომობილს არ დასჭირდება, თუმცა Toyota ყველაფერს დეტალურად შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებს უფასოდაც ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები