LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Corolla მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი აღარ არის

115
toyota-corolla

ექსპერტებმა მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები გამოავლინეს. შიდა წვის ძრავის მქონე მანქანები დომინირებას აგრძელებენ, თუმცა მოთხოვნა იზრდება ელექტრომობილებზეც, რაც მათ მრავალფეროვნებას უკავშირდება. პორტალმა Focus2move იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 162 ქვეყნის გაყიდვები შეაჯამა და დაადგინა რომ აბსოლუტური ლიდერი ელექტრონული კროსოვერი Tesla Model Y-ია. 8 თვის განმავლობაში მთელი პლანეტის მასშტაბით 758 645 მანქანის რეალიზება მოხერხდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76,7%-ით უფრო მეტია.

„ტესლამ“ მრავალგზის ლიდერი Toyota Corolla შეავიწროვა, ამ უკანასკნელმა წლის განმავლობაში მყიდველთა 3,4% დაკარგა. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში Corolla-ზე არჩევანი 711 780-მა ადამიანმა შეაჩერა.

ლიდერთა სამეულს პიკაპი Ford F-Series, 595 675 მყიდველით ასრულებს. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 18,6%-ით გაუმჯობესებული შედეგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები