კომპანია Toyota 500 ათასზე მეტ ავტომობილს სტაბილიზაციის პრობლემის გამო უკან გამოიწვევს. გაუმართაობა Toyota-სა და Lexus-ის ათობით მოდელს ამერიკულ და იაპონურ ბაზრებზე აღმოაჩნდა. დეფექტის გამოსწორება პროგრამული უზრუნველყოფის განახლებით შეიძლება – Toyota-ს ოფიციალური დილერები ყველა ავტომფლობელს ივნისის ბოლომდე დაუკავშირდებიან.
აშშ-სა და იაპონიაში უკან გამოწვევა ჰიბრიდულ Toyota RAV4-ს, Lexus NX-ს, LX-სა და LS-ს შეეხება. იაპონიის შემთხვევაში ამ სიას დაემატება ასევე Land Cruiser 300 და Harrier. ყველა პრობლემური ავტომობილი 2020-2022 წლებშია გამოშვებული.
საბედნიეროდ, არსებული დეფექტი თავად Toyota-მ გამოავლინა და აქამდე არც ერთი ავარია არ დაფიქსირებულა.