LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota 2 მილიონზე მეტ Rav4-ს ხანძრის საშიშროების გამო უკან გამოიწვევს

108
88f9f867a7f103a07f367cf55cda496d

Toyota 2 მილიონამდე Rav4-ს ხანძრის საშიშროების გამო უკან გამოიწვევს. საგზაო მოძრაობის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ დაადასტურა, რომ იაპონური ავტომწარმოებელი აშშ-ში 1,85 მილიონ მანქანას გამოიწვევს უკან, მექსიკასა და კანადაში კიდევ დამატებით 306 ათას ავტომობილს შეარემონტებენ. გლობალური უკან გამოწვევის კამპანიის მიზეზი – მოკლე ჩართვა და აკუმულატორის აალების საშიშროებაა.

წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ 2021 წელს იაპონურმა ავტო გიგანტმა Toyota Rav4-ის მფლობელებისგან 11 საჩივარი მიიღო. რიგ შემთხვევაში ელემენტი გადაადგილებისას ხურდებოდა და გაჩერების დროს მოკლე ჩართვასაც იწვევდა.

Toyota მზადაა რისკ ჯგუფში მყოფი ყველა მანქანა უფასოდ შეაკეთოს და ეს პროცესი დეკემბრის ბოლოდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები