კომპანია Toyota აფეთქების საშიშროების გამო 150 ათას პიკაპს უკან გამოიწვევს. კამპანია მოიცავს 168 ათას ცოტა ხნის წინ გამოშვებულ Toyota Tundra-ს და ბენზინ-ელექტრონულ Tundra Hybrid-ს, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზეა გაყიდული. 2022 და 2023 წლის მანქანებს ისეთი დეფექტი აქვთ, რომელსაც საწვავის გაჟონვა და ყველაზე ცუდ შემთხვევაში აალებაც შეუძლია.
საშიში გაუმართაობის გამოსწორებას Toyota ახალი დეტალების ჩანაცვლებით აპირებს, თუმცა, ათასობით პიკაპის შესაკეთებლად საჭირო ნაწილები კომპანიას ჯერ-ჯერობით არ აქვს, ამიტომ გამოსავალი დროებითი დაცვის დამონტაჟებაა.
არსებული დეფექტისა და გადაწყვეტის გზების შესახებ მწარმოებელი ავტომფლობელებს ოქტომბრის ბოლოდან შეატყობინებს. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებაც მოასწრებს.